Accessibility links

site logo site logo

წინასწარი შედეგებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რუსთავში 2 აპრილს გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

შატაკიშვილმა ხმების 90,6% მიიღო და გახდა პარლამენტის მაჟორიტარი. მისმა კონკურენტმა, პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“, მამუკა ტუსკაძემ, ხმების 6.952% მიიღო.

კანდიდატურა მოხსნა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და თქვა, რომ კამპანიისთვის საჭირო თანხას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადარიცხავდა.

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG