Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ორი მაღალჩინოსანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის ორი უმაღლესი რანგის მაღალჩინოსანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეპ ბორელი 8 აპრილს კიევში ჩავიდნენ. მათთან ერთად იმყოფება ასვე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი. ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ მოლაპარაკებას.

როგორც თავის ტვიტერში დაწერა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, კიევში ისინი ჩავიდნენ წინადადებით, რომელიც უკრაინასთან ვაჭრობის განვითარებას და ჰუმანიტარულ დახმარებას შეეხება.

კერძოდ, სლოვაკეთის მთავრობა უკრაინას „მარცვლეული კულტურის, მათ შორის ხორბლის ტრანსპორტირების ვარიანტებს“ შესთავაზებს. უკრაინა, ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, რუსეთთან ომი კი მასზე დეფიციტს წარმოქმნის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში.

გეტერმა დასძინა, რომ კიევში ვიზიტის დროს ის და ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან დაეხმარონ უკრაინას „რეფორმების გუნდის შექმნაში“, რაც აუცილებელია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის.


ევროკავშირის წარმომადგენლები კიევისკენ მატარებლით გაემგზავრნენ პოლონეთის პატარა ქალაქ პერემიშლიდან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 13 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე ჩაკეტილია რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო.

მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის, სლოვენიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. გასულ კვირას ქალაქს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ეწვია.

XS
SM
MD
LG