Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორშჩი“ ქსენოფობიისა და ნაციზმის კონტექსტში - ზახაროვას განმარტება


ბორშჩი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში წლიდან წლამდე გრძელდებოდა გამოუსადეგარი წიგნების განადგურების კამპანია. მისი სიტყვებით, იკრძალებოდა კულინარიული ლიტერატურაც კი, იმის გამო, რომ საზიარო არ ყოფილიყო ბორშჩი.

წიგნებს 'კოცონზე წვავდნენ' - ისტორიული ლიტერატურა, ეთნოკულტურული, რელიგიური, საბავშვო, კულინარიული ლიტერატურაც იკრძალებოდა. რატომ? იმიტომ რომ ბორშჩი არ ყოფილიყო საზიარო, ის მარტო ერთი ერის და ეთნოსის საკუთრება უნდა ყოფილიყო. საერთო რომც ყოფილიყო, თითოეულ ქალაქსა და რეგიონში ყველა დიასახლისი მას თავისებურად მოამზადებდა - არა. კომპრომისზე წამოსვლა არ უნდოდათ, ესაა რაზეც ვლაპარაკობთ: ქსენოფობია, ნაციზმი, ექსტრემიზმი ყველა გამოვლინებით“, - ამის შესახებ ზახაროვამ 6 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა.

სააგენტო "უნიანი" მკითხველს შეახსენებს, რომ 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ბორშჩს „ეროვნული სამზარეულოს სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი რუსული კერძი“ უწოდა.

საპასუხოდ უკრაინის კულტურის სამინისტრომ ბორშჩი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.

ამის შემდეგ მოსკოვმა მიანიშნა, რომ კიევის ეს კულინარიული ინიციატივა მისთვის მიუღებელი იყო. რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა „Российская Газета“-მ უკრაინის ნაბიჯს „საერთაშორისო სკანდალის საფუძველი უწოდა“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG