Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირში წევრობის კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა


ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი "ტვიტერში" წერს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერში”.

უკრაინის კვალდაკვალ, მარტის დასაწყისში, ევროკავშირს საქართველომაც მიმართა ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ აპლიკაციას 3 მარტს მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG