პაკისტანის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია ოპოზიციონერი პარლამენტარი შაჰბაზ შარიფი, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს საკანონმდებლო ორგანომ უნდობლობა გამოუცხადა.
70 წლის შარიფი არის პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის პრეზიდენტი და უმცროსი ძმა პრემიერის პოსტზე ადრე სამი ვადით მყოფი ნავაზ შარიფისა, რომელიც შემდეგ კორუფციაში ცნეს დამნაშავედ.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, გადაყენებული პრემიერ-მინისტრის პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა პარლამენტი კოლექტიურად დატოვეს. ამ პარტიამ, პაკისტანის ტეჰრიკ-ე-ინსაფმა ასევე გააუქმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, შაჰ მაჰმუდ ყურეშის კანდიდატურის წარდგინება.
იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ოპოზიციური პარტიების ინიციატივის საფუძველზე, რაც მოჰყვა ქვეყანაში კვირების განმავლობაში გაგრძელებულ პოლიტიკურ მღელვარებას.
დაწერეთ კომენტარი