Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ Facebook-სტატუსის გამო სუსში იბარებენ


მიშა მშვილდაძე
მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუსში რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

როგორც "ფორმულა" იუწყება, მშვილდაძე სუსში 4 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუკ-სტატუსის გამო დაიბარეს. სტატუსში ის ეხმიანებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს - "ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ომით, იქნებოდა უკრაინა".

მიშა მშვილდაძემ იმ დღეს Facebook-ზე დაწერა:

"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა".

"ფორმულის" ინფორმაციით, მიშა მშვილდაძე ხელისუფლების დამხობის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები - "აბა რა ვქნათ", მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებელს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება", - უთხრა მშვილდაძემ "ფორმულის" ჟურნალისტს.

არხის ინფორმაციით, მიშა მშვილდაძე უარს ამბობს სუსში მისვლაზე და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG