განახლება: მეტროს ყველა სადგურში მგზავრებს უკვე იღებენ.
მეტრო შეფერხებით მუშაობს. მგზავრების გადაყვანა სადგურებს, "ვარკეთილსა" და "სადგურის მოედანს" შორის შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
"შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "სადგურის მოედნის" მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში და ბოდიშს უხდიან მგზავრებს.
მგზავრებს ვერ ემსახურება 8 მეტროსადგური: "ვარკეთილი", "სამგორი", "ისანი", "300 არაგველი", "ავლაბარი", "თავისუფლების მოედანი", "რუსთაველი" და "მარჯანიშვილი".