Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მყოფმა ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებმა ზელენსკისთან ერთან პრესკონფერენცია გამართეს


კიევი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი.
კიევი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად იმყოფებოდნენ კიევის ოლქში მდებარე ბოროდიანკაში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდა.

„ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს", - იუწყება პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია.

კიევში პრეზიდენტები შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, მათ შეხვედრის შემდეგ უპასუხეს მედიის შეკითხვებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთია, რომელმაც უკრაინასთან ერთად უზრუნველყო მისი ლოჯისტიკა და უსაფრთხოება.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

XS
SM
MD
LG