Accessibility links

site logo site logo

The Moscow Times-ის რუსულენოვანი ვებსაიტი დაიბლოკა


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დაბლოკა წვდომა The Moscow Times-ის რუსულენოვან ვებსაიტზე, იტყობინება გაზეთი 15 აპრილს.

The Moscow Times-მა განაცხადა, რომ მისი რუსულენოვანი ვებსაიტი დაიბლოკა მას შემდეგ, რაც გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა, რომელსაც ხელისუფლება ცრუს უწოდებს - საგანგებო დანიშნულების რაზმის თანამშრომლების უკრაინაში ბრძოლაზე უარის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ინტერნეტპროვაიდერებმა უკვე დაიწყეს მისი რუსულენოვანი საიტის დაბლოკვა. მან გამოაქვეყნა რუსეთის კომუნიკაციების დამკვირვებლის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მის საიტზე წვდომა შეწყვეტილია.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და გამოცემის საიტი დაბლოკა, უკრაინის წინააღმდეგ ომის გაშუქებაზე კონტროლის დაწესების მცდელობით. მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, სახელმწიფო მარეგულირებელმა, "როსკომნადზორმა" ყველა მედიასაშუალებას უბრძანა, ომის გაშუქებისას მხოლოდ რუსული ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული მონაცემები და ინფორმაცია გამოეყენებინათ. მან ასევე მითითება გასცა იმის შესახებ, რომ მედიასაშუალებებს უნდა აღეწერათ მოვლენები უკრაინაში, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", და არა - როგორც ომი ან შეჭრა.

რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ, მკაცრ შეზღუდვებთან დაპირისპირებას იმის თაობაზე, რისი მაუწყებლობა შეუძლიათ, საქმიანობის შეჩერება ამჯობინა. კრემლმა დაბლოკა ასევე მრავალი უცხოური საინფორმაციო საშუალება, მათ შორის რადიო თავისუფლებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG