Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: დღეიდან პირბადეები მხოლოდ ტრანსპორტში და კლინიკებშია სავალდებულო


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეიდან, 2 მაისიდან, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო აღარ იქნება. გამონაკლისია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კლინიკები. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მანვე დააკონკრეტა, რომ პირბადეების ტარება აღარ იქნება სავალდებულო სკოლებშიც. ამ რეგულაციის შემსუბუქების შემდეგ, პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, სასტუმროებში და ა.შ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება აფთიაქებშიც.

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო იყო ყველა საჯარო დაწესებულებაში - ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარი იყო.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 221​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 811 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG