Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება


ფოტო არქივიდან: საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები
ფოტო არქივიდან: საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა ბერლინში,"ბელვიუს“ სასახლეში დღეს, 2 მაისს გაიმართება.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან", - აცხადებენ პრესსამსახურში.

რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებით ჰკითხა, იყო თუ არა ეს შეხვედრა მთავრობასთან შეთანხმებული. კომუნიკაციის სამსახურში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობით გაემგზავრა.

14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. მისი თქმით, ეს იყო პირველი უარი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს თქვა, მთავრობისგან უარის მიღების შემდეგ, შეხვედრები პირადი კონტაქტებით გამართა. ამის გამო მის წინააღმდეგ სახელისუფლებო პარტია საკონსტიტუციო დავასაც გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG