14 მაისს ძალაში შევა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში („შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“) შესული ცვლილებები. დოკუმენტის თანახმად, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებისთვის იმპორტის გადასახადის გარდა, შემდეგი საფასურის გადახდა იქნება საჭირო:
- 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
- 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
- 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი.
ცვლილებების ამოქმედებამდე კი თუ საფოსტო გზავნილის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, მომსახურების გადახდა საჭირო არ არის.
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების (30 კგ-მდე საერთო წონის) საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.