Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ გასცა კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტის, ნევზოროვის დაპატიმრების ორდერი


ალექსანდრ ნევზოროვი, ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი

მოსკოვის სასამართლომ გასცა ცნობილი ტელეჟურნალისტის და კრემლის კრიტიკოსის, ალექსანდრ ნევზოროვის დაუსწრებლად დაპატიმრების ორდერი, იმ ფონზე, როცა რუსეთში ძლიერდება ზეწოლა კრიტიკულ ხმებზე, მას მერე, რაც მოსკოვი ორ თვეზე მეტი ხნის წინ პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.

მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 6 მაისს გასცა ბრძანება, რომ ნევზოროვი, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ორი თვით უნდა დააკავონ. ნევზოროვი, რომელიც, როგორც იუწყებიან, ამჟამად ისრაელშია, უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

ნევზოროვის სახელი 4 მაისს შეიტანეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში. სამინისტროს თანახმად, ყოფილი დეპუტატი ეჭვმიტანილია "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG