Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეძრწუნებული ვარ“ - ლიზ ტრასი ლუგანსკში სკოლის დაბომბვას გამოეხმაურა


ლიზ ტრასი
ლიზ ტრასი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ტვიტერზე დაწერა, რომ „შეძრწუნებულია“ რუსეთის მიერ ლუგანსკში სკოლის დაბომბვით, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.

მისი სიტყვებით, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა ომის დანაშაულია:

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი აგოს", - წერს ლიზ ტრასი.

ლუგანსკის რაიონში, სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სკოლის სარდაფს თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა. ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 მათგანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG