Accessibility links

site logo site logo

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პუტინი მძიმედ არის ავად


ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მძიმედ არის ავად და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი უკვე ემზადება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის.

ამის შესახებ ბუდანოვმა ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მტკიცებით, პუტინს კიბო აქვს. მაგრამ ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც მას პუტინის ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდეს ცნობები.

ბუდანოვი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის აქტიური საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე გაგრძელდება და გარდამტეხი მომენტი აგვისტოში დადგება. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა ამ დროისთვის დაკარგულ ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის, დონბასსა და ყირიმზე დაიბრუნებს კონტროლს.

შაბათს გაზეთი "თაიმსი" ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების შესახებ სტატიასაც აქვეყნებს. იგი ეყრდნობა დასავლური ინვესტიციების მქონე რუსი ოლიგარქის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც ამერიკული ჟურნალის, New Lines-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ამ საუბრის დროს, რომელიც მარტში შედგა, რუსი ბიზნესმენი ამბობს, რომ პუტინს სისხლის კიბო აწუხებს. ანონიმი რუსი ბიზნესმენის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი "გაგიჟდა", როდესაც უკრაინაზე თავდასხმის ბრძანებ გასცა და მისი ამ ქმედებებით გაანადგურა რუსეთის ეკონომიკა. ოლიგარქის სახელი არ მჟღავნდება.
ამავე დროს, New Lines-ის სტატიაში სათაურით -"პუტინი ავადაა, თუ ვინმეს სურს, რომ ეს გვჯეროდეს?" - მოტანილია ის ვერსიაც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავად ნამდვილად არ არის და მისი ავადმყოფობის შესახებ ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება.

მანამდე მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა, რომელმაც რუსეთი დატოვა და რუსული ბიზნესი გაყიდა, იური დუდსთან ინტერვიუში თქვა, რომ უმდიდრესი რუსების უმრავლესობა უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG