Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა


ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ:

„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ - შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა ეკუთვნის არა მარტო პატრიარქს, არამედ - ხელისუფლებისაც, „რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება“.

„ჩემი პირადი პოზიცია ის არის, რომ მე ხშირად დავდივარ მიხეილ სააკაშვილთან, ხშირად ვუსრულებ საიდუმლოებებს, რაც არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა, დანიშნულება და რაც შემიძლია ვაკეთებ. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს. რაც შეეხება სამედიცინო დასკვნებს და პოლიტიკურ შეფასებებს, ეს არ არის ჩემი საქმე. ციხიდან რომ გამოვედი, განვაცხადე, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ მეჩვენება შეცვლილი, გამხდარი, დასუსტებული და მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ზოგადი შეფასება თვალით და უშუალო კონტაქტით და მგონია, რომ ამის გამო მოხდა სწორედ. ჩვენს ხელისუფლებასაც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რთულ მდგომარეობაში არიან და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მგონი, მადლიერები უნდა ვიყოთ ამის გამო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

XS
SM
MD
LG