Accessibility links

site logo site logo

პრემიერი: ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე


ბრიუსელი. 17 მაისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას. როგორც მთავრობის პრესსამსახური იუწყება, მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები.

პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG