Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: კიევის მახლობლად, ბუჩაში, რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვთა საზაფხულო ბანაკის სარდაფში დახვრიტეს


დახოცილთა ცხედრები ბუჩაში, 2022 წლის 4 აპრილი
დახოცილთა ცხედრები ბუჩაში, 2022 წლის 4 აპრილი

რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა განზრახ დახვრიტეს კიევის რაიონის ქალაქ ბუჩაში მდებარე ბავშვთა საზაფხულო ბანაკში, "პრომენისტის" სარდაფში. პატარა ქალაქი ბუჩა მსოფლიოში ცნობილი გახდა რუსეთის ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი საომარი დანაშაულებით. ქალაქიდან რუსეთის არმიის უკუქცევის შემდეგ ბუჩაში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომელთაგან 650 დახვრეტილი იყო.

BBC-ის ინფორმაციით, ხუთი მამაკაცის ცხედარი ბავშვთა საზაფხულო ბანაკის სარდაფში დაჩოქილ მდგომარეობაში იპოვეს. თავდახრილებს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და თავში სროლით იყვნენ დახოცილნი.

BBC-ის კორესპონდენტმა სარა რაინსფორდმა იპოვა ერთი მოწმე, რომელმაც ბავშვთა საზაფხულო ბანაკიდან გაქცევა მოახერხა.

რუსებმა ვიქტორ სიტნიცკი ქუჩაში მარტის დასაწყისში დააკავეს. მას ხელები შეუკრეს და თვალებზე ქუდი ჩამოაფხატეს, შემდეგ კი სარდაფში გაათრიეს, რომელიც, როგორც დარწმუნებულია, ბავშვთა ბანაკის ტერიტორიაზე იყო.

მას იქ ფეხზე ცივი წყალი დაასხეს, იარაღი თავის არეში დაუმიზნეს და ეკითხებოდნენ: " სად არიან ფაშისტები? სად არიან ჯარები?".
ერთ-ერთმა მათგანმა პუტინი ახსენა, "რაღაც უხეში ვთქვი და მან დამარტყა", - იხსენებს ვიქტორი.

მოწმემ თქვა, რომ მას კარგად ახსოვს ერთდროულად სიბრაზისა და შიშის გრძნობები. წარსულში ის მოსკოვში მუშაობდა მშენებლობაზე ციმბირელ ბიჭებთან ერთად და შეძრწუნებული იყო იმით, რომ რუსები მას ასე სასტიკად ექცეოდნენ. გნსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ჯარისკაცს მასსავით ჯილეხიც ჰქონდა გადატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG