Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Moscow Times: უკრაინაში რუსი ჯარისკაცები აღჭურვილობით არ არიან უზრუნველყოფილი


რუსი სამხედროები მარიუპოლში. 17 მაისი, 2022 წელი
რუსი სამხედროები მარიუპოლში. 17 მაისი, 2022 წელი

უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილე რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი აღჭურვილობა თავადვე უნდა შეიძინონ, ამის შესახებ The Moscow Times-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.

ავტორები ანონიმურობის დაცვით გაესაუბრნენ უკრაინაში მებრძოლებს. "მეოთხე ხარისხის დაცვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ერთადერთი, რაც ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან გიცავს, საშუალოდ 70 ათასი რუბლი ღირს. ჩაფხუტი - კიდევ ათი. ჩვეულებრივი სამხედრო ბათინკები - დაახლოებით 5 ათასი რუბლი. სასურველია ორი წყვილი. და ასევე ქურთუკი, შარვალი, მაისურები. და გამოდის დაახლოებით 200 ათასი", - განაცხადა რუსეთის გვარდიის თანამშრომელმა.

რეგულარული არმიის წარმომადგენელი რუსი სამხედრო ოფიცერი ამბობს, რომ თანამედროვე ტყვიაგაუმტარ ჟილეტებსა და ჩაფხუტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან რუსეთის არმიაში არ არის თბილი ტანსაცმელი, მშრალი რაციონი და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები. რაც შეეხება აღჭურვილობას, ყველა აღჭურვილობა არის "საბჭოთა პერიოდის, ნაფტალინიანი, უბრალო იარაღი - ჭედავს".

იგივე პრობლემა არსებობს პირველადი დახმარების თვალსაზრისით. სამედიცინო ყუთებში, რომლებიც გაიცემა, არის მხოლოდ სახვევი, იოდი და ჟგუტი. "საკუთარი სააფთიაქო ყუთი მე თავად დავაკომპლექტე, რაც მინიმუმ 20 ათასი რუბლი დამიჯდა. ეს არის: ანტიბიოტიკები, ჟგუტები, ანტიდოტი, გასახვევი პაკეტები, შპრიცები, სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალებები. თუ თქვენ თავად არ დააკომპლექტებთ პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთებს, არავინ გიშველით. იოდით ბრძოლის ველზე სისხლს ვერ გააჩერებ", - ამბობს სამხედრო ნივთების გამყიდველი, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა.

  • 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ამას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით რამდენიმე ქვეყანა უწევს დახმარებას, მათ შორის: გერმანია, პოლონეთი, კანადა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. 19 მაისს აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.
  • რუსეთი ამ კონფლიქტის განმავლობაში მატერიალურ დახმარებას არავისგან იღებს. უფრო მეტიც, მაგალითად, ინდოეთმა შეაჩერა რუსეთთან მოლაპარაკებები 520 მილიონი დოლარის ღირებულების 10 ერთეული Ka-31 საბრძოლო ვერტმფრენების შეძენაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG