Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს


ფორმულა 1-ის მძღოლი ნიკიტა მაზეპინი, რომელსაც მამამისთან ერად სანქციები დაუწესა კანადამ. სოჭის ავტოდრომზე. 2021 წლის 3 სექტემბერი
ფორმულა 1-ის მძღოლი ნიკიტა მაზეპინი, რომელსაც მამამისთან ერად სანქციები დაუწესა კანადამ. სოჭის ავტოდრომზე. 2021 წლის 3 სექტემბერი

კანადამ გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს, მათ შორის ფორმულა 1-ის სარბოლო მანქანის მძღოლს, ნიკიტა მაზეპინს. კანადამ ასევე აკრძალა ფუფუნების გარკვეული საგნების რუსეთიდან იმპორტი და ექსპორტი იმის საპასუხოდ, რასაც მან უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის "გაგრძელებული აგრესია" უწოდა.

"ეს ახალი ზომები შეზღუდვებს უწესებს 14 პირს, მათ შორის რუს ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებს და პუტინის რეჟიმის ახლობლებს“, - ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 მაისის განცხადებაში.
"ამ პირებმა უშუალოდ შეუწყვეს ხელი ვლადიმირ პუტინის უაზრო ომს უკრაინაში და პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი ხალხის ტკივილსა და ტანჯვაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მაზეპინი და მისი მილიარდერი მამა, პუტინის დიდი ხნის თანამოაზრე დმიტრი მაზეპინი, სანქცირებულთა სიის
თავში არიან.
უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, ნიკიტა მაზეპინი და მამამისი,
სარბოლო გუნდის ცნობილ სპონსორი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმირ პუტინთან, გააძევეს ფორმულა 1-დან მაშინ, როცა მსოფლიოს სახელმწიფოებმა მათ ჩამოართვეს ოჯახის აქტივები, მათ შორის ვილა იტალიაში, რომელიც 110 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

ახალ სიაში ასევე არიან ელენა ტიმჩენკო, მილიარდერი ოლიგარქის, გენადი ტიმჩენკოს ცოლი, ქსენია ფრანკი და ნატალია ბრაუნინგი, ტიმჩენკოს ქალიშვილი, ასევე ნავთობისა და გაზის მაგნატი ფარხად ახმედოვი და სხვები.

ახალი ზომები ასევე აკრძალვას აწესებს რუსული საქონლის იმპორტზე, ალკოჰოლური სასმელების, ზღვის პროდუქტებისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების ჩათვლით, ხოლო ექსპორტის აკრძალვა ეხება ფუფუნების ისეთ საქონელს, როგორებიცაა ფეხსაცმელი, ძვირადღირებული ტანსაცმელი და სამკაულები.

XS
SM
MD
LG