Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, სავარაუდოდ, დაიღუპა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ძმისშვილი


საუბარია სერგეი შოიგუს მოადგილის და ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის, იუნუს-ბეკ ევკუროვის ნათესავზე, ადამ ხამხოევზე.

ხამხოევის გარდაცვალების შესახებ იუწყება ინგუშეთის თემატიკაზე მომუშავე ტელეგრამ-არხი ფორტანგა. არხის წყაროს ცნობით, ადამ ხამხოევი, რომელიც საჰაერო-სადესანტო ასეულის მეთაური იყო, 20-21 მაისის ღამით დაიღუპა.

გამოცემა Magas Times წერს, რომ ხამხოევის ცხედარს, დაკრძალვის მიზნით, 22 მაისს მშობლიურ ქალაქში, ყარაბულაკში გადაასვენებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ინგუშეთის ხელისუფლებას ხამხოევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებიათ.

„მედიაზონის“ გათვლებით, ღია წყაროებში უკვე გამოქვეყნდა უკრაინაში დაღუპული 2500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის გვარი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ბოლო ინფორმაცია მარტში განაახლა. მაშინ საუბარი იყო 1300-მდე დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაღუპული რუსების რაოდენობა 30 000-ს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG