Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დუდას: "ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას... ვერც ევროვიზიის ჟიური“


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 22 მაისი, 2022 წ.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სიტყვით გამოსვლას უკრაინის უმაღლეს რადაში, დეპუტატებთან ერთად, ისმენს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სააგენტო UNIAN-ის ცნობით, თავის სიტყვაში ზელენსკიმ თავს უფლება მისცა ეხუმრა ევროვიზიაზე, რომლის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა სიმღერით, Stefania.

"ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას. ვერც მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, ვერც უცხოელი აგენტები და ვერც ევროვიზიის ჟიური", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდა პირველი უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელია, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში გამოდის სიტყვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG