Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ივნისიდან გლდანში, მუხიანში, დიდ დიღომში, "აფრიკასა" და "ზეემკაზე" ავტობუსები ინიშნება


დაახლოებით 10 დღეში, 4 ივნისიდან თბილისის გარეუბნებში მოძრავ რამდენიმე მიკროავტობუსს ავტობუსი ჩაანაცვლებს. ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

"მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი", - თქვა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურმა ავტობუსის კონკრეტული მარშრუტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

  • ინიშნება N293 მარშრუტი, რომელიც დიდი დიღმის დასახლების მოსახლეობას მოემსახურება;
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N444-ს, რომელიც მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" მუხიანის III მიკრორაიონამდეე მოძრაობდა;
  • N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N546-ს, რომელიც მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" ჭიჭინაძის ქუჩამდე ("აფრიკა") მიდის;
  • N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს, რომელიც მეტროსადგურ "სამგორიდან" წმინდა ბარბარეს უბანში ("ზეემკა"), ბურჯანაძის ქუჩაზე მიდის;
  • N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს, რომელიც მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" გლდანის V-VII მიკრორაიონებში მიდის (ჯაბიძის ქუჩამდე).

გარდა ამისა, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

  • N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას;
  • N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას;
  • N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტამდე" იმოძრავებს.

თბილისში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესები შეიცვალა. ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის სისტემის ცვლილების შემდეგ, ერთჯერადი მგზავრობა გაძვირდა - 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა. თუმცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რომლებიც მანამდე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ, პირობები გაუმჯობესდა და ხარჯი არ გაზრდილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG