Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამბობს, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად მიმართავს დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. 23 მაისი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად მიმართავს დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. 23 მაისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დასავლეთმა, კერძოდ, ევროპამ, უნდა განამტკიცოს ერთიანობა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში, რომელიც უკრაინის მხრიდან პროვოკაციის გარეშე დაიწყო.

მსოფლიო საერთაშორისო ფორუმზე შვეიცარიაში, დავოსში, ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფში ვიდეოგამოსვლისას 25 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მადლობელია საფინანსო და სამხედრო მხარდაჭერისთვის, რომელიც კიევს აღმოუჩინეს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მაგრამ, ბზარები ევროპის ერთიანობაში ხელს უშლის სამხედრო ძალისხმევას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევის პოზიცია, რომ უკრაინას არ სურს რუსეთს დაუთმოს თავისი არცერთი კუთხე. „ერთიანობა, ეს იარაღია. არის კი პრაქტიკაში ეს ერთობა? მე ვერ ვხედავ. რუსეთის წინააღმდეგ დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ, როცა მართლაც ერთიანი ვიქნებით“, - თქვა ზელენსკიმ ვიდეოჩართვისას. მან დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს და გამოყო უნგრეთი - რომელიც ევროპის კავშირის ჩარჩოებში რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების მძაფრი წინააღმდეგია - როგორც მიზეზი, რომელიც ევროპას მოსკოვზე ზეწოლაში უშლის ხელს.

„ჩვენ ევროპის კონტინენტზე ვიმყოფებით და გვჭირდება ერთიანი ევროპის მხარდაჭერა. უნგრეთი არ არის ისეთი ერთიანი, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები“, - თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარს პოზიციებზე, რომლებზეც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები იმყოფებოდნენ 24 თებერვლამდე.

„უკრაინა იბრძოლებს მანამ, სანამ არ დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას“, - განაცხადა ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლისას 25 მაისს.

XS
SM
MD
LG