Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე" წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მაია სანდუმ კი „ტვიტერზე" დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან განიხილა მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები - ის, თუ როგორ არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, მოელიან, რომ საქართველო შევსებულ კითხვარზე პასუხს ივნისის ბოლოს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG