პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შორი მოქმედების 90 ერთეული ჰაუბიცა М777 არა მხოლოდ ჩაიტანეს უკრაინაში, არამედ უკვე აქტიურად გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისათვის ამ კლასის 180 ერთეული ჰაუბიცის მიცემა და დახმარების მიწოდების პროცესი კვლავ გრძელდება.
19 მაისს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დეტალები გამოაცხადა. სხვა საკითხებთან ერთად, ის ითვალისწინებს უკრაინისთვის 18 ერთეული 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცების მიწოდებას.
როგორც პენტაგონში აღნიშნეს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობის დროს, ანუ დაახლოებით 2021 წლის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. აქედან უკრაინისთვის აშშ-ს გან უკვე მიღებული, წამოსული ან დაპირებული სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება, ომის დაწყების (24 თებერვლის) შემდეგ, უკვე 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დაწერეთ კომენტარი