Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, სამგორის რაიონში 15 წლის მოზარდი დაჭრეს


თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტოფარეხთან შენიშნეს მოზარდებს შორის შელაპარაკება
თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტოფარეხთან შენიშნეს მოზარდებს შორის შელაპარაკება

„ამტელ ჰოსპიტალში" არის გადაყვანილი თბილისში, სამგორის რაიონში (მეტრომშენის დასახლებაში) დაჭრილი 15 წლის მოზარდი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

„ამტელ ჰოსპიტლის" ბავშვთა ქირურგმა გოჩა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „[მოზარდს] გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაზიანებები ჰქონდა მუცლის ღრუში, რომლის ლიკვიდაცია მოხდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა დასტაბილურდა და [მოზარდი] გადაყვანილია პოსტოპერაციულად რეანიმაციაში. ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება".

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, თვითმხილველები ამბობენ, რომ დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური და რამდენიმე წუთში გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი.

თბილისი, სამგორის რაიონი (მეტრომშენის დასახლება)
თბილისი, სამგორის რაიონი (მეტრომშენის დასახლება)

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

XS
SM
MD
LG