Accessibility links

site logo site logo

EPP-ის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის წერილი დონალდ ტუსკმა წაიკითხა


31 მაისი. როტერდამი. „ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი დონალს ტუსკი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა როტერდამში გამართულ ყრილობაზე წაიკითხა. EPP-ის ღონისძიების მონაწილეებს ტუსკმა უთხრა, რომ ამჟამად სააკაშვილი პატიმარია.

„მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მოდით, ვიბრძოლოთ ერთად. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი ერთობის უგულებელყოფას დრამატულად მძიმე ფასი აქვს. ჩემი გული სისხლისგან იცლება იმ ათასობით უკრაინელის, ჩემი მეგობრების გამო, რომლებიც იარაღით ხელში თავს სწირავენ ევროპული ოცნებისთვის. თუ დაეცემა უკრაინა, შემდეგი იქნება ბევრი სხვა, მათ შორის, ჩემი საყვარელი საქართველო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს.

ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დოლანდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც დონალდ ტუსკმა წაიკითხა.

დონალდ ტუსკმა 6 მაისს მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა და EPP-ის ყრილობაზე მიიწვია.

31 მაისს როტერდამში, „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობაზე სიმბოლურად იყო გამოყოფილი ადგილი მიხეილ სააკაშვილისთვის.
31 მაისს როტერდამში, „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობაზე სიმბოლურად იყო გამოყოფილი ადგილი მიხეილ სააკაშვილისთვის.

„ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG