Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

მეტროსადგურ "გოცირიძის" გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მიაწოდეს.

ბოლო მონაცემებით, მეტროსადგური მიმდინარე თვეს (ივნისში) უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ბაქანი ისევ არ არის მოწყობილი. კომპანიაში ამბობენ, რომ ბაქნის მოწყობას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ და სადგურს აგვისტოში გახსნიან.

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს კაიზენის ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს სამშენებლო კომპანია "მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია და მას 4 744 300 ლარს უხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG