Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა


არქივის ფოტო: ლაშა ტალახაძე. 2020 წელი
არქივის ფოტო: ლაშა ტალახაძე. 2020 წელი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების და მსოფლიოს ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველი მოძრაობა - ატაცი - 217 კილოგრამიანი შტანგის აწევით დააგვირგვინა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ევროპის და მსოფლიოს ხუთ-ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი უახლოეს მდევრებს - სომეხ ძალოსნებს - ექვსი და შვიდი კილოგრამით უსწრებს.

მეორე მოძრაობაში - აკვრაში - ტალახაძემ ყველაზე მაღალი საწყისი წონა შეუკვეთა - 245 კილოგრამი.

XS
SM
MD
LG