Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარ ტიერი ბრეტონის თქმით, ევროკავშირმა შეიმუშავა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა


ტიერი ბრეტონი

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.

ბრეტონის თქმით, ევროპის კავშირი რუსეთიდან წელიწადში 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს აწარმოებს. ბრიუსელის ახალი სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება 50 მილიარდი კუბური მეტრის მიღება გათხევადებული აირის სახით აშშ-იდან ან კატარიდან. გათვალისწინებულია ასევე 10 მილიარდი კუბური მეტრის ტრანსპორტირება არსებული გაზსადენებით, 25 მილიარდი კუბური მეტრის კომპენსირება კი მოხდება ზღვის საქარე ტურბინებისა და ფოტოელექტრონული პანელების დაჩქარებული ამუშავების ხარჯზე. ბრეტონმა დასძინა, რომ შესაძლებელია ქვანახშირის ელექტროსადგურების აღდგენაც.

ბრეტონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაზს ევროპის დანაწევრებისთვის იყენებს.

აქამდე რუსეთის სახელმწიფო კონცერნმაგაზპრომმაგაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს, პოლონეთს, დანიას და ფინეთს. ფორმალური მიზეზი გახდა ის, რომ ამ ქვეყნებმა უარი თქვეს, საწვავის ფასი რუბლებში გადაეხადათ. ასეთი მოთხოვნა კრემლმა წამოაყენა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ევროპის კავშირი უარს ამბობს მოსკოვის პირობებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG