Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კომუნიზმის მსხვერპლთა ფონდის პრიზის ლაურეატი გახდა


ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გახდა ლაურეატი თავისუფლების მედლისა, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდი. მისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, ახლა კი ნავალნის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ვედუტამ მიიღო. იგი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე.

"ალექსეი ნავალნისთვის, ანტიკორუფციული ფონდისთვის და მსოფლიოს ყველა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინაში ომის შეწყვეტაა,"-აღნიშნა ვედუტამ.

კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდი არის ანტიკომუნისტური ხასიათის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1993 წელს აშშ-ს კონგრესის აქტით ჩამოყალიბდა. 2007 წელს, ფონდის ინიციატივით, ვაშინგტონში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი შეიქმნა. თავის ჯილდოს ფონდი გასცემს ადამიანის უფლებების დაცვისა და კომუნისტური და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ნავალნი ამ პრიზით "ვლადიმერ პუტინის რეჟიმის გაბედული ოპონირებისთვის" დაჯილდოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG