Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ერთი ადამიანი დაშავდა მშენებლობიდან გადმოვარდნილი ძელით


დაშავებული მოქალაქე თავის ღია ტრავმით გადაიყვანეს კლინიკა "ბაოში".
დაშავებული მოქალაქე თავის ღია ტრავმით გადაიყვანეს კლინიკა "ბაოში".

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მოქალაქეს, სავარაუდოდ, ქარის გამო მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი თავში დაეცა.

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც შემთხვევას შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ ფეხით მოსიარულე მოქალაქე მშენებლობიდან მოშორებით, გზის მოპირდაპირე მხარეს იყო, ქარმა კი ხის სამშენებლო კონსტრუქციის ფრაგმენტი შენობიდან შორს გადააგდო.

ნივთის გადმოვარდნის შედეგად დაზიანდა ასევე იქვე მდგარი ავტომანქანა და შლაგბაუმი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, შენობიდან ქარმა გადმოაგდო ძელი, დაშავებული მოქალაქე კი თავის ღია ტრავმით გადაიყვანეს კლინიკა "ბაოში". უწყებაში, ასევე თქვეს, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს სტაბილური იყო.

XS
SM
MD
LG