Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მელიქიშვილის ქუჩა 17 ივნისიდან ჩაიკეტება


თბილისი, მელიქიშვილის ქუჩა
თბილისი, მელიქიშვილის ქუჩა

თბილისში მელიქიშვილის ქუჩა 17 ივნისის ღამის 12:00 საათის შემდეგ ჩაიკეტება. ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, განახლდება სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტროტუარების, ორმხრივი საავტობუსო ზოლებისა და ველობილიკების მოწყობა.

"პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება... სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების წარმოების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება", - კახა თქვა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 6 388 000 ლარია.

XS
SM
MD
LG