Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა იმსჯელა "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის" საფრანგეთისეულ ხედვაზე


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის ხედვა ახალიევროპული პოლიტიკური თანამეგობრობისამოიცავს ევროპის კავშირის ძირითადი ქვეყნების კავშირს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ეს, მისი აზრით, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას გააძლიერებს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე.

დოკუმენტი, რომელზეც ევროკავშირის ელჩები მსჯელობდნენ 15 ივნისს და რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, გამოქვეყნდა ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიების ფონზე, მიენიჭოს თუ არა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ამის ფონია ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტი მოლდოვაში და, შესაძლოა, უკრაინაში - პირველად მას შემდეგ, რაც თებერვალში ომი დაიწყო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი პოლიტიკური თანამეგობრობა გახსნილი იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის, „რომლებიც იზიარებენ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსგანურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი ევროკავშირის წევრი ან იმისა, თუ რა სახის ურთიერთობა აქვთ ამჟამად ევროკავშირთან.

მაკრონი ამ იდეით პირველად მაისში გამოვიდა. დოკუმენტი არის პრეზიდენტის პირველი კონცეფცია, რომლის მიზანია უკრაინისა და სხვა ქვეყნების მეტი უსაფრთხოებით უზრუნველყოფა რუსეთის ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG