Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში დააკავეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერი. იგი ცდილობდა სტაჟიორად მოწყობას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (AIVD) გამოაცხადა, რომ დააკავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

AIVD-ის ხელმძღვანელის, ერიკ აკერბუმის თქმით, მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში შესვლა მას სურდა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით.

ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და ამით სურდა მიეღო წვდომა საიდუმლო მონაცემებზე, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულთა ჩადენის თაობაზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე.

დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული იქნა ბრაზილიაში.

XS
SM
MD
LG