Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


სანდრო ბაზაძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ყველა მეტოქეს აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 28 წლის ქართველი მოფარიკავე საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდა ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა. მაშინ სანდროს წარუმატებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებმა. ამჯერად ბაზაძემ უპრობლემოდ აჯობა უძლიერეს მეტოქეს - ანგარიშით 15:7.

უმთავრესი კონკურენტის ძლევის შემდეგ, ბაზაძემ ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. გერმანელი მატიას საბო (15:13), რუმინელი რაზვან ურსაჩი (15:8) და ფრანგი ელიოტ ბიბი (15:4). საჩემპიონო ბრძოლაში კი იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა (15:11).

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა. აქამდე მის ანგარიშზე სამი ბრინჯაოს მედალი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG