Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა სალომე სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას

„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს, პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

მის ამ განცხადებას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.

17 ივნისს ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინას გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მისაღებად, ხოლო საქართველოს სტატუსის მინიჭებამდე კონკრეტული პირობების შესრულება დაავალა. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG