Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში არ მინახავხართ, ოპოზიცია სტატუსს გვემუდარებოდა - გრეგორევა ღარიბაშვილს


ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა
ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა

ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში არ უნახავს, ქართული ოპოზიცია კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ითხოვდა.

„იყავით ბრიუსელში? მე არ მინახავხართ. თუმცა ვიყავი შეხვედრებზე ოპოზიციასთან და ყველა მათგანი გვემუდარებოდა კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“, - წერს გრეგორევა ტვიტერზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG