Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხვმა ნაქლექმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დატბორა


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დატბორვის შემდეგ
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დატბორვის შემდეგ

უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიტბოა. წაქცეულია 7 მრავალიანი ხე. რამდენიმე ხე ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

შემთხვევა გამთენიისას მომხდა, მაშინ როცა ბაღში მოქალაქეები არ იყვნენ. შესაბამისად, არავინ დაშავებულა. ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სულ დაზიანებულია რკინის ღობის რვა სექცია.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დღეს ბაღი არ მუშაობს. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. იწრიტება ის დატბორილი უბნები, სადაც წყალი ვერ გაატარა სადრენაჟე სისტემამ.

“აქ პერიოდულად მიმდინარეობს ხე-მცენარეების მონიტორინგი ჩვენი თანამშრომლების მიერ…ვმუშაობთ ახლაც ამ პროექტზე. შეისწავლიან რამდენ ხეს შეიძლება პრობლემა შეექმნას. უსაფრთხოების დაცვის მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ვიზიტორებისთვის დღეს დაიკეტა ბოტანიკური ბაღი”, - განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

თუ ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებში შენარჩუნდება, ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, ბაღი რამდენიმე დღით ჩაკეტოს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

სამეგრელო-ზემო სვანეთში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ეზოები და ყანები დატბორა. გუშინ, 22 ივნისს წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზეც.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარტვილში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, აბაშასა და ფოთში წყალმა ჩამორეცხა შიდა საუბნო გზების ნაწილი, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირებიც. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკი დააზარალა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღს, რომელიც მე-19 საუკუნეში ეკატერინე ჭავჭავაძემ გააშენა, 2018 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დამთვალიერებლებისთვის 2019 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა. ბაღის რეკონსტრუქცია 12 მილიონი ლარი დაჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG