Accessibility links

site logo site logo

პარლამენტთან აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება


საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია იწყება. დღეს, 24 ივნისს, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენონ. მოთხოვნების შინაარსი ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.

"რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა", - აცხადებენ "სირცხვილიაში".

ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე შეჩერებულია.

აქციის დღეს, 24 ივნისს, გამართვის შესახებ ცნობილი 20 ივნისის საღამოს, ამავე შინაარსის შეკრებაზე გახდა. ხალხს პარლამენტთან მისვლისკენ "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა მოუწოდეს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG