Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშიში ზღვა, აფეთქებები პორტში, უხალხო პლაჟი - უკაცრიელი ზაფხული ოკუპირებულ ბერდიანსკში

რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ზაფხულის ეს სეზონი განსაკუთრებულად მკვდარია.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შუადღის შემდეგ საკურორტო ქალაქის ქუჩები უკაცრიელი ხდება - საზაფხულოდ მოწყობილ მოედნებსა და კაფეებში სკამები და მაგიდები ცარიელია, სანაპიროზე კი, მათ შორის ცენტრალურ პლაჟზეც, რამდენიმე გარუჯვის მსურველი თუ ბედავს გასვლას. არსებობს საფრთხე, რომ ზღვაში შესაძლოა, მარიუპოლის სანაპიროებიდან ინფექცია გავრცელდეს. მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა პორტში, რომელსაც რუსი სამხედროები განაღმვითი სამუშაოებით ხსნიან.

ადგილობრივები ქალაქში ცხოვრებას ადარებენ წინა წლებს და ამბობს, რომ "ბერდიანსკი მოკვდა"!


XS
SM
MD
LG