Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია 2 და 3 ივლისს კონცერტებს გამართავს


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერია 2 და 3 ივლისს სამგორის რაიონში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ“, - თქვა კალაძემ.

3 ივლისს თბილისში, ასევე, დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG