Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვინიერის ძალა


ავტორი: მზეო შველიძე

როდესაც ჭიაყელას ფეხს დააბიჯებენ, ის იკლაკნება. ეს ჭკვიანურია, რადგან ამით იგი ამცირებს ფეხის ხელახალი დაბიჯების ალბათობას. მორალის ენაზე ამას თვინიერება ეწოდება, ხოლო არსებას მოთვინიერებული. ნიცშეს ეს უკვდავი თეზა, რომ პრაქტიკაში გადავიტანოთ კიდევ უფრო მარტივი გახდებოდა, აგვეხსნა რას გულისხმობს მოთვინიერებულის მდგომარეობა.

შიში არსებას კიდევ უფრო ფრთხილს ხდის და თავდაცვისკენ უბიძგებს. ერთი შეხედვით, ეს მორჩილების, დაქვემდებარების ფაზაა, თუმცა კი ჭიაყელა ამას თავდაცვისთვის აკეთებს სიცოცხლის შენარჩუნებისა და გამრავლებისთვის ის მაინც მორჩილია. ინდოეთში ამას სიცოცხლეზე მიჯაჭვულობას ეძახიან, რომელიც ყოველ ცოცხალ ორგანიზმში ვლინდება და ინსტიქტურად მიემართება. ჭიაყელას დაკლაკნის უნარი ყოველ გამაღიზიანებელზე ინსტიქტია, რომელიც ცოდნით გამყარდა. როცა ადამიანი ფორტეპიანოზე მექანიკურად უკრავს, არ ახსოვს როგორ მივიდა ამ ცოდნამდე, სანამ ხელები კლავიშებს თავისით იპოვნიდნენ მან ხომ უმრავი წინააღმდეგობა გადალახა, მაშასადამე, ინსტიქტი წარსული გამოცდილებით არის გამოწვეული. რასაც ინსტიქტს ვუწოდებთ, ქვეცნობიერის ნაწილი ხდება, ქვეცნობიერი კი ყოველთვის ფარულად მოქმედებს. ნებისმიერი არსების ყველაზე ძლიერი ინსტინქტი სიცოცხლის შენარჩუნებაა კაცობრიობის მთელი ისტორია გვასწავლის, რომ არც ბუნების ძალებს და არც სხვა ადამიანების წინააღმდეგობას, არ შეუძლია მათ ამ გზაზე ხელი შეუშალოს, რადგან თვინიერიც ცოცხალ მდგომარეობაში იმყოფება და სანამ ცოცხალია კიდევ აქვს შანსი გადარჩენის, რაზეც ის უარს არ იტყვის. მსგავსი ინსტიქტებით არსებობენ სახელმწიფოებიც. ჭიაყელის მსგავსად მათაც უწევს შეამციროს ფეხის ხელახალი დაბიჯების ალბათობა, მოთვინიერებულის ინსტიქტური როლის მორგებით .

ერებს, რომლებსაც ბატონებთან ურთიერთობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვთ სიცოცხლის მიჯაჭვულობის ინსტინქტი კომპლექსურად აწუხებთ, იმდენად, რომ ყველა ახალი საფრთხის გაჩენის დროს თავისუფლებაშიც კი მზად არიან თვინიერის მდგომარეობაში დაბრუნდნენ. გავიხსინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, საუკუნოვანი დაქვემდებარება რუსეთის იმპერიასთან, აგრესია შიში და ტერორი, რომელსაც დღემდე განვიცდით. ეს ხომ მსხვერპლის ისტორიული მეხსიერება, რომელიც თავს ავლენს ყოველი ახალი თუ პოტენციური საფრთხის პირობებში და ავტომატურად გარდაიქმნება ჭიაყელისთვის ადაპტირებულო თავდაცვის ინსტინქტად, ასეთ დროს თავად სიცოცხლეზე მიჯაჭვულობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე სამართლიანობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. როდესაც ერის გონება მოთვინიერებას სწავლობს ის უარს ამბობს სიმამაცის, ძალისხმევისა და ამაღლებული პასუხისმგებლობის გამოვლენის შესაძლებლობაზე. კანონია, რომ ერს რომელსაც უნახავს თვინიერის ძალა შეუძლია მისი გადალახვაც...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG