საქართველოს წყალბურთის ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, თექვსმეტი ქვეყნის ნაკრებთა შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
სერბი სპეციალისტის - დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი, მერვედფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და მოუგო - ანგარიშით 20:7.
ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს მეტოქე იაპონია იქნება და ამ წყვილში გამარჯვებული პრესტიჟულ შეჯიბრებაზე მეცხრე ადგილს დაიკავებს. თამაში 1 ივლისს გაიმართება.
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველადაა. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის ნაკრები დაამარცხეს - 14:10. შემდეგ წააგეს მონტენეგროსთან (9:10) და უნგრეთთან (14:18), მერვედფინალში კი ხორვატიასთან - 7:13.