Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალტ-ინფოს” ლიდერები, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ, დააკავეს


განახლება: შსს ადასტურებს 26 ადამიანის დაკავებას ადმინისტრაციული წესით.

“თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალამდე, უკტრაკონსერვატორული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერები ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს.

ისინი აქციას მართავდნენ პრაიდფესტივალის წინააღმდეგ, ფესტივალის შესაძლო ტერიტორიასთან ახლოს. დაკავება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით მოხდა და კავშირი არ აქვს სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან. მის ფარგლებში ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.

აქციაზე, სავარაუდოდ, სხვა ადამიანებიც დააკავეს. რადიო თავისუფლება ცდილობს მათი რიცხვი შინაგან საქმეთა სამინისტროს დააზუსტოს.

2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქუჩაში გამოსულმა ადამიანების მასამ ორგანიზებულად იძალადა მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბრობენ საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

შესწორება: თავდაპირველად სათაურში ირაკლის ნაცვლად ეწერე შოთა მარტინენკო, რაც გასწორდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG