Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი რუსეთის აქტივების კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას აპირებს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრაზი აპირებს გამოაცხადოს ბრიტანეთის გეგმებზე, კონფისკაცია გაუკეთოს ქვეყანაში რუსეთის აქტივებს, რათა ისინი უკრაინას გადასცეს. როგორც ცნობილია, ამ კონცეფციას მხარი დაუჭირა კანადამაც.

ტრასმა ეს განცხადება 4 ივლისს გააკეთა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, სადაც ტარდება ომის შემდგომი უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

„დიდი ბრიტანეთი ყოველ ღონეს იხმარს, რათა უკრაინამ ომში გაიმარჯვოს და გაჯანსაღდეს“, - თქვა ლიზ ტრასმა.

დღევანდელი კონფერენციის მონაწილეები ძირითად პრინციპებსა და პრიორიტეტებს შეიმუშავებენ აღდგენისა, რომელიც ომის დასრულებამდე უნდა დაიწყოს.

საერთაშორისო თანამეგობრობაში ლაპარაკია ახალ „მარშალის გეგმაზე“ - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღდგენის ანალოგიით, რომლის გეგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯორჯ მარშალს ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG