კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი გადაეცა ორ მსახიობს, თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს ფილმში „ჩემი ოთახი“ თინას და მეგის როლების შესრულებისთვის.
ფილმის რეჟისორია, იოსებ „სოსო“ ბლიაძე, ნამუშევარი გერმანულ-ქართული ერთობლივი პროდუქციაა.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთეო ფილმად აღიარეს ირანელი კინორეჟისორის, სადაფ ფორუღის "ზაფხული იმედით."
საუკეთესო რეჟისურისთვის ფესტივალის პრიზი გადაეცა ბეატა პარკანოვას, ჩეხ კინორეჟისორს, ფილმისთვის "სიტყვა".