Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილს აინტერესებს დეგნანი ივანიშვილს ხომ არ შეხვდა და რამე ხომ არ მოსთხოვეს


მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრი
მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მმართველი პარტია იმ მიზეზით დატოვა, რომ "საზოგადოებას ღიად ესაუბრებოდა", ინტერესდება პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრა ხომ არ გაიმართა. ყაველაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ "იყო ამაზე საუბარი".

მისი თქმით, წრედი იკვრება ევროპარლამენტის რეზოლუციასა (რომელშიც ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული) და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს შორის.

"ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]..." - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა, აშშ-ის ელჩის მიმართ ბრალდებების გაჟღერება დაიწყო. მათ შორის ელჩი მოხსენიებული იყო საქართველოში ომის დაწყების კონტექსტშიც.

მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ დეგნანმა 8 ივლისს ისაუბრა.

„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.

XS
SM
MD
LG