Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრიფტისთვის მძღოლი დაჯარიმდება - შსს-მ კანონპროექტი შეიმუშავა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლითაც მძღოლებისთვის გზაზე მოძრაობის წესები უნდა გამკაცრდეს. უწყების პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანონმდებლობაში ცალკე გამოიყოფა ე.წ. დრიფტისთვის მძღოლის სანქცირების პუნქტები.

  • ე.წ. დრიფტისთვის ანუ მანქანის განზრახ მოცურება/მოსრიალებისთვის ანდა მოცურებით წრიული ბრუნვისთვის მძღოლი დაჯარიმდება 300 ლარით და ჩამოაკლდება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულებიდან 30 ქულა;
  • 500-ლარიანი ჯარიმა და 35 ქულა ჩამოაკლდება იმ მძღოლებს, ვინც ე.წ. დრიფტის დროს რაიმეს დააზიანებს;
  • დაჯარიმდება ისეთი მანქანის მძღოლი, რომლის ავტომანქანაც მართვით გამოიწვევს დაშვებულ ნორმებზე მაღალ ხმას. ჯარიმა 100 ლარი იქნება და მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა.

გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები სხვა დარღვევებისთვის:

  • არაგაბარიტული ტვირთის შეუთანხმებლად გადატანისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად 10-ჯერ მეტი თანხით, 1000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ გადადგილებას ზიანი მოჰყვა ჯარიმა 250 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება;
  • თუ მძღოლი გზაზე დადგენილ მოძრაობის სიჩქარეს 40 კმ/სთ-ით გადააჭარბებს, ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, 2-ჯერ მეტი, 300 ლარი იქნება;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებიანი მანქანით გადაადგილებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 10-ჯერ, 500 ლარამდე იზრდება.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, კანონპროექტები პარლამენტში უკვე გადაგზავნეს. ახლა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, როდიდან მიიღებს და აამოქმედებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს.

XS
SM
MD
LG